პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განლაგდა.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ქუჩაზე მას შემდეგ განათავსეს, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლეს.
ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს მოქალაქეეისგან ქუჩა გაათავისუფლოს, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლას.
თავად აქციის მონაწილეები სკანდირებენ : მონებო, მონებო! “გაგვატარეთ”.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა. მათი თქმით, იმ 83 დეპუტატს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხმა მისცა, საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, კერძოდ კი, დისკომფორტის გარეშე არ უნდა დატოვონ პარლამენტის შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ