პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით რამდენიმე საპროტესტო მარშის მონაწილეები მიემართებიან.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეების ნაწილი ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან შეიკრიბა, საიდანაც ისინი მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ და იქ შეკრებილებს შეუერთდნენ. უნივერსიტეტთან მყოფები განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს აპროტესტებენ. მოგვიანებით, ისინი მსვლელობით ფილარმონიასთან მივიდნენ, საიდანაც ტრადიციული, „შაბათის მარშის“ მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ დაიძრნენ.
სამივე მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მივლენ და აქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია სწორედ პარლამენტთან დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა