პარლამენტისკენ მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და რუსულ ენოვან გამვლელებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტისკენ მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და მელიქიშვილის გამზირზე მყოფ რუსულ ენოვან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც მსვლელობაზე მყოფი პირები აცხადებენ, გამვლელებმა, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ, მათ ჰკითხეს მიმდინარე აქციის მიზეზი, პასუხის მოსმენის შემდეგ კი პროტესტის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები გამოიყენეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირებაში პოლიცია ჩაერთო. სიტუაცია მალევე განიმუხტა, რის შემდეგად პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა განაგრძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე