პარლამენტთან 9 პირი, მათ შორის გედევან ფოფხაძე შიმშილობას განაგრძობს – ადგილზე დღეს სამედიცინო დახმარების კარავი გაიხსნება, ასევე მოშიმშილეებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულებს

პარლამენტის წინ 9 მოქალაქე უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. ასევე, კვლავ განაგრძობს შიმშილობას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძეც.
მოშიმშილეების ინფორმაციით, ადგილზე ასევე გაიხსნება სამედიცინო დახმარების კარავი, სადაც მორიგეობით იქნებიან ექიმებიც, რომლებიც აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას 24-საათიან მონიტორინგს გაუწევენ.
როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, ისინი თავს სუსტად გრძნობენ, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
„28 დღეა შიმშილობის. ჯანმრთელობის მხრივ ცვლილებები არის, მაგრამ ახლა ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აღარ არის საუბარი, როდესაც ქვეყანა ასეთ დღეშია, ჯალათების ხელშია ქვეყანა და ვიღაცებს მითვისებული აქვთ ხელისუფლება. არავინ არ ცნობს მათ ლეგიტიმაციას და რაც შეუძლიათ ჯავრს ქართველ ხალხზე იყრიან. ესენი ამ ქვეყნის დასაბეჩავებლად მოვიდნენ და უნდათ, რომ ქვეყანა ს მონობაში აცხოვრონ, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან ქართველი ხალხი, სისხლით და ოფლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას არ დათმობს. ამ ხელისუფლებას მისხალ-მისხალ მოუწვევს პასუხისგება ახალგაზრდების, სინდისის პატიმრების ტყვეობისთვის, უდანაშაულო პოლიტიკოსების ტყვეობის გამო, თუნდაც გზის გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, თუნდაც იმისთვის, ტროტუარზე მყოფ ადამიანებს, რომ აკავებენ.
აქ მყოფი ადამიანები ყველაფრისთვის მზად ვართ. ხალხს მოვუწოდებთ, რომ რამდენ დღესაც შეძლებენ, იმდენი დღე იყვნენ აქ, რომ აქაურობა მიზიდულობის ცენტრად ვაქციოთ, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, რომელიც ამ მანქურთებმა მიისაკუთრეს”,- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
ასევე, მოშიმშილეებს დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც მოინახულებს, რომელიც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო “.