პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ხოლო შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ.
“არ უნდა დავნებდეთ! საქართველო ვისია? ჩვენი!”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, დილით, 10:00 საათიდან შეიკრიბნენ.
