ივანიშვილმა უკვე პირადად გაავრცელა ცნობილი შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.
„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა“, – განაცხადა ივანიშვილმა ორშაბათს, 29 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე.
სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აგრეთვე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ეს იყო კონტრაცია ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტი ხალხმრავლი პროტესტისა, რომელიც დედაქალაქში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ იმართება.