პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც შემდგომ ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლებენ

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები იკრიბებიან.
არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლებენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იქ შეხვდებიან.
ჯერჯერობით უცნობია რა აქტივობები ექნებათ აქციის მონაწილეებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელებს წითელ კვერცხებსა და პასქებს გადასცემენ.
აქციის მონაწილეების გაშლილი აქვთ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც არიან მობილიზებულები.