პარლამენტთან სპეცრაზმი გამოიყვანეს

აქციის მონაწილეები პარლამენტს საპროტესტო წრეს არტყამენ. საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა ამ დრომდე გრძელდება და აქციაზე შეკრებილები ამ ფორმით შეეცდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი ხმა და მოთხოვნა გააგონონ – შეწყდეს რუსული კანონის განხილვა. როგორც კი ეს განცხადება გაჟღერდა, 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმელები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. მათ თან აქვთ ხელკეტები და ფარები.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ხარება” გამოჩნდა. 49 წლის ზვიად ხარატიშვილი “ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო