პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 364-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული. იმის გამო, რომ მომიტინგეებს სამართალდამცველები საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, აქციის მონაწილეები დღესაც მსვლელობას გამართავენ.
მოქალაქეები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან წარმოდგენილი.




