პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 358-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
პარლამენტთან საპოლიციო კორდონია მოწყობილი, რათა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა არ გადაკეტონ.
ამის გამო დემონსტრანტები ისევ საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ, რომლის მარშრუტსაც წინასწარ არ ასაჯაროებენ.
მოქალაქეები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება