პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
პროტესტის 74-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მიმდინარე აქციას დღეს შეუერთდა სერიალ “შუა ქალაქის ფანების” მარშიც.
მანამდე, რუსთაველის გამზირის გარკვეულ პერიმეტერზე სამართალდამცველების კორდონი იდგა.
