პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მოგვიანებით,საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
პროტესტის 102-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “საქართველოს გაუმარჯოს”, „ცეცხლი ოლიგარქიას“.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.