პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტის 221-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მანამდე კი დღეს, „თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ – ამ ლოზუნგით რუსთავში აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძის მშობლები.