პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის უკან გაწვევაა. ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
დღეს დილიდან აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის განხილვის ფონზე მიმდინარეობდა.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.