საქართველოს პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს. ჯებირები უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, იმ პერიმეტრზე დაამატეს, სადაც “ქართული ოცნების” ორგანიზებით ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით სცენაა დამონტაჟებული.
აღსანიშნავია, რომ რკინის ჯებირების გარდა, დაამატეს ცოცხალი ძალაც – ადგილზე სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი რამდენიმე რიგადაა განლაგებული.
პარლამენტთან მომიტინგეები ამ დრომდე რჩებიან. მათ წინააღმდეგ შსს-მ ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა.