პარლამენტთან მისასვლელ ყველა გზას, გარდა შენობის წინა პერიმეტრისა პოლიცია და სპეცრაზმი აკონტროლებს – ტერიტორია მომიტინგეებისგან გათავისუფლებულია

სამართალდამცავებმა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელები – ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ამ მომენტისათვის პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა, გარდა საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრისა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და პოლიციელები პარლამენტის წინ მდებარე კიბეებზეც არიან განლაგებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება