პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპატიმროში მყოფი ზვიად ცეცხლაძის გაზეთი – „საკანი 101“ დაარიგეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპატიმროში მყოფი ზვიად ცეცხლაძის გაზეთი – „საკანი 101“ დაარიგეს. გაზეთის გაკეთება ზვიად ცეცხლაძის იდეა იყო, ის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დაბეჭდეს.
 „ზვიადს მოუვიდა იდეა, საერთოდ, ციხის ყველაზე დიდი პრობლემა არის ჭარბი დრო რაში უნდა გაიყვანო, რომ ცუდ ფიქრებს არ მიეცე, რომელიც ნიჰილიზმს და დეპრესიას იწვევს, ზვიადი ყოველთვის არის აქტიური და სადაც არ უნდა იყოს, როგორ გარემოშიც არ უნდა იყოს, ეძებს და პოულობს მისთვის სასარგებლო საქმეს. ყოველთვის ამბობდა, ციხეშიც ისეთ საქმეს გამოვნახავ, რომ დრო უქმად და უვარგისად არ ჩავატარო. გაუჩნდა იდეა, ჩვენ ფაქტობრივად არაფერი გაგვიკეთებია, გარდა იმისა რომ ამოვბეჭდეთ, მივეცით ეს სტამბას და ამოვბეჭდეთ, ყველა სტატია, ყველა წერილი, რომელ გვერდზე რა უნდა განთავსებულიყო, სახელწოდება, ყველაფერი გამზადებული გამოგვიგზავნა, მივიღეთ ფოსტით, მივიტანეთ, ამოვბეჭდეთ“, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა „პუბლიკასთან“.
⭕ ის ამბობს, რომ როგორც იცის, მზადდება შემდეგი ნომერიც და მომავალში სხვა პატიმრების წერილები და ლექსებიც დაიბეჭდება.
ფოტო: ნინი კიკვაძე / პუბლიკა

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს