პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად რამდენიმე ათეული ფრანი გაუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად რამდენიმე ათეული ფრანი გაუშვეს.
ფრანის გაშვებამდე მოქალაქეებმა ასევე წაიკითხეს პატიმრობაში მყოფი პირების წერილები. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ დომდე გრძელდება.
გადაკეტილია საავტომობილო გზა. ისმის შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „დაინიშნოს ხელახალი “, „გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პოლიტიკური პატიმრები“.
შეგახსენებთ, დღეს უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეა. აქციები დედაქალაქსა და რეგიონებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ მინისტრმა, მ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია