პარლამენტთან ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები 11 დღეა მიმდინარეობს.