პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან დემონსტრანტების მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების მესამე დღე სრულდება.
17 აპრილს, 19:00 საათზე დაწყებული მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია, რომელიც პარლამენტიდან დაიწყო და ნაწილობრივ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, დაახლოებით ცხრა საათში, 18 აპრილს, ღამის სამი საათისთვის საგრძნობლად შეთხელებულია.
პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ამჟამად ათეულობით ადამიანიღა რჩება.
დემონსტრაციის სპიკერებს არ გამოუცხადებიათ, რა გეგმებით აქვთ მომდევნო დღეებში.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროტესტი არ შეჩერდება:
„სამოქმედო გეგმა არის ის, რომ დასრულდება პროცესი სიმშვიდით, სიმტკიცით და სახელმწიფოს გამარჯვებით. ივანიშვილი ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეუცვლის“, – თქვა მან.
კანონის წინააღმდეგ აქცია თბილისში 19:00 საათზე დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22:30 საათამდე მისცეს ვადა კანონპროექტის უკან გასაწვევად.
მოგვიანებით, დაახლოებით 23:00 საათისთვის დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან წავიდა.
პოლიტიკურმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრა მოითხოვეს.
კობახიძე მათ არ შეხვედრია.
ამის შემდეგ დემონსტრაცია ორ ადგილას გაგრძელდა – პარლამენტთანაც და მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.
აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს – -ის თანახმად, „პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები“.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ავტომანქანით, ძალის გამოყენებით გაიყვანა.
სახალხო დამცველის ცნობით, ელისაშვილი „თავს ნორმალურად გრძნობს“
მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას მოჰყვა პარლამენტში.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში.
17 აპრილს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ შარშანდელ პროექტში „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ არის ჩანაცვლებული.
სხვა ყველაფერი უცვლელია.
საქართველოს დასავლელი პარტნიორი ქვეყნებისა და ალიანსების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ