პარლამენტთან აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტების მარში შეუერთდა.
სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის უკან გაწვევას ითხოვენ. ახალგაზრდები რეფორმის საწინააღმდეგო აქციასაც აანონსებენ.
მარშის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ აგრძელებენ პროტესტს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალება არ მისცა და მოუწოდა გზიდან გადასულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროტესტის მთავარი მოთხოვნაა: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისია დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე – სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

ჰენა ვირკუნენი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე – ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე