“პარლამენტარების კერძო საუბრებს უსმენენ” – გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მოძრაობა “დროას” უკანონო მიყურადებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სა და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება და მხარეების საუბრის მოსმენა, სამართალდარღვევაა.
თავის მხრივ, გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ხიდაშელი იმდენად ხმამაღლა საუბრობდა ღია, საჯარო სივრცეში, რომ იქ მყოფმა ადამიანებმა გამოხედეს კიდეც. რატომ განიხილავდა ვოლსკი საგარეო და სახელმწიოებრივ საკითხებს ღია სივრცეში და რატომ განიხილავდა საერთოდ ამ თემებს დავით ხიდაშელთან, ამაზე ის კომენტარს არ აკეთებს.
გურამ მაჭარაშვილი ტვ პირველთან ამბობს:
“რაც შეეხება შეხვედრებს, გასაგებია, რომ თქვენ სხვადასხვა მეშვეობით უსმენთ პარლამენტის წევრებს და სხვა ადამიანებს, სხვანაირად კერძო საუბრებს ვერ გაიგებდით. დაინახეს სხვა რამეა და რაზე ისაუბრეს ეგ სხვა. აფხაზურ მხარესთან, ისევე როგორც ჩვენ ოს ძმებთან და დებთან, ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას