პარიზში 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა. ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული.
მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, საფრანგეთის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება.
კამპანიის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?