პარიზში ულტრამემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა

პარიზში და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში ერთმანეთის პარალელურად ულტრამემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პოლიციის ცნობით, პარიზში აქციაზე დაახლოებით 75 000 ადამიანი გამოვიდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 250 000 ადამიანი.
15 ივნისის აქციებში მონაწილეობას იღებდნენ ანტირასისტული ჯგუფები, პროფკავშირული გაერთიანებები და ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში ულტრამემარჯვენე კონსერვატიული პარტიების პოპულარობის ზრდას ეწინააღმდეგება.
პარიზის პოლიციის ცნობით, აქციების მიმდინარეობისას პარიზში იყო ქუჩებისა და მონუმენტების თუ შენობების დაზიანების მრავალი მცდელობა. როგორც ცნობილია, პარიზში პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა.
მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნულმა ერთობამ ევროპარლამენტის არჩევნებზე საფრანგეთში ხმების 31% მიიღო.