პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს

პარიზში, ელისეის სასახლეში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გახსნა და განაცხადა, რომ ლიდერები „უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებზე შეთანხმების და ბოლო კვირების განმავლობაში შესრულებული ყველა სამუშაოს დასასრულებლად“ შეიკრიბნენ.
ემანუელ მაკრონთან ერთად, ელისეის სასახლეში შეხვედრას ესწრებიან: უკრაინის პრეზიდენტი, , პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ბელგიის პრემიერი ბარტ დე ვევერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.
ამასთან, შეხვედრას ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან სხვა ლიდერებიც.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მოსალოდნელია, რომ ევროპელი ლიდერები, შეხვედრის შემდეგ, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით გაესაუბრებიან.