პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი მიმდინარეობს

პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით გამართულ სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
ემანუელ მაკრონის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას შემდეგი ლიდერები იღებენ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონმა სამიტის დაწყების წინ -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)