პარიზში დაკავებულ, ჰაკერობაში ეჭვმიტანილ რუს კალათბურთელს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება

პარიზის სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელა რუს კალათბურთელ დანიილ კასატკინს, რომელიც საფრანგეთის პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავა. 26 წლის კასატკინი ეჭვმიტანილია ჰაკერულ დაჯგუფებასთან კავშირში.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, რუსი კალათბურთელი პოლიციამ ჯერ კიდევ 23 ივნისს დააკავა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, სადაც საცოლესთან ერთად ჩავიდა, თუმცა ფაქტი საჯაროდ ცნობილი გახდა მხოლოდ ახლახან. სააგენტოს ცნობით, 8 ივლისს პარიზის სასამართლომ კასატკინს პატიმრობის ვადა გაუგრძელა.
-ში დანიილ კასატკინს ბრალად ედება მონაწილეობა ჰაკერულ დაჯგუფებაში, რომელიც 2020-2022 წლებში მოქმედებდა, ვირუსული პროგრამებით დააზიანა 900-მდე კომპანია და მათი კომპიუტერული სისტემების აღსადგენად თანხას მოითხოვდა. აშშ რუსი კალათბურთელის ექსტრადიციას ითხოვს.
კასატკინის ფრანგი ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
კალათბურთელი დანიილ კასატკინი მოსკოვის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა. 2016 წელს გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ორი წლის შემდეგ პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და უნივერსიტეტის გუნდთან ერთად რამდენიმე მატჩი ჩაატარა.
2019 წელს კასატკინი რუსეთში დაბრუნდა და თამაში გააგრძელა მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში, რომელიც 2025 წლის ივლისის დასაწყისში დატოვა.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ დღეს, 10 ივლისს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კასატკინის „საკითხით“ დაკავებულია რუსეთის საელჩო პარიზში
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი