პარიზში ათასობით ადამიანმა პარტია “ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

პარიზის „რესპუბლიკის“ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება გააპროტესტა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „ფაშისტებო, წადით“. მომიტინგეების უმეტესობა ახალგაზრდა იყო.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ