პარიზის სასამართლომ ათი ადამიანი ბრიჯიტ მაკრონის კიბერბულინგში დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ ათი ადამიანი ბრიჯიტ მაკრონის კიბერბულინგში დამნაშავედ ცნო
პარიზის სასამართლომ ათი ადამიანი საფრანგეთის პირველი ლედის კიბერბულინგში დამნაშავედ ცნო. მათ რვა თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც მედია წერს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დამნაშავეების მიერ გაკეთებულ „განსაკუთრებით დამამცირებელ და ბოროტ კომენტარზე“, რომელიც ეხებოდა ბრიჯიტ მაკრონს და ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია.
აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულთაგან რვა მამაკაცი და ორი ქალია. მათი ასაკი 41-დან 65 წლამდე მერყეობს და ბრალი ედებათ „ბოროტი განზრახვით მრავალი კომენტარის გაკეთებაში“, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ს მეუღლე მამაკაცად დაიბადა, ასევე, ადანაშაულებდნენ პედოფილიაში, ვინაიდან ემანუელ მაკრონსა და ბრიჯიტ მაკრონს შორის 24-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მედია იუწყება, რომ პუბლიკაციების ნაწილი ათასობით ადამიანმა ნახა.
თავად ბრიჯიტ მაკრონი აცხადებდა, რომ სასამართლოს მიმართა, რათა ეჩვენებინა მაგალითი, როგორი აუცილებელია კიბერბულინგთან ბრძოლა.
1tv.ge