პარაგვაელმა ფეხბურთელმა მუნდიალისას მოედანზე მსაჯს საათი მოჰპარა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში პარაგვაიმ თურქეთი მატიას გალარსას მიერ დებიუტში გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
„რივერ პლეიტის“ 24 წლის ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და როგორც შემდგომა გაირკვა, კინაღამ სალვადორელი მსაჯის ივან ბარტონის საათი მიისაკუთრა.
პირველი ტაიმის დასასრულს მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თურქი მცველი მერიჰ დემირალი შემთხვევით ბარტონს შეეხო, რომელსაც საათი მოძვრა, გალარსამ კი ხელზე გაიკეთა და მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში დაუბრუნა.