პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან სამადაშვილი გააძევა

პარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, გააძევეს.
სამადაშვილმა დარბაზიდან გომელაურს მიმართა, ამის გამო კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამადაშვილს დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
“ქალბატონო სალომე, დატოვეთ დარბაზი, ოქმში შეიტანეთ, სამადაშვილი გაძევებულია დარბაზიდან. მანდატურს ვთხოვ, უზრუნველყოს აღსრულება” – თქვა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.