პაპუაშვილი: წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში

“გავიდა 17 წელი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა. გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო მხრივ დაახლოების თვალსაზრისით… წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, კვლავ გაუგებრობაში აყენებენ საქართველოს. უკრაინასთან დაკავშირებით ხომ გესმის განცხადებები, ვერ გახდება ნატოს წევრი. 3 წელია იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდე ნატოს წევრი. მიამიტი არც ქართველი და უკრაინელი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში რომ გყავს ერები, მიუღებელია. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ დაიჯეროს ლამაზი სიტყვები:“ღია კართან გეპატიჟებით“, „გელით“… არანაირი „ღია კარი“ და „მიპატიჟება“ არ უნდა, უნდა გადაწყვეტილებები… ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზეა,“ – ამბობს ბრიფინგზე.
გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარებით ძალიან შეშფოთებულები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში