პაპუაშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე: პირიქით, მიგვექაჩებიან საბჭოთა კავშირისკენ

არა [არ დაზიანდება], იმიტომ, რომ ევროკავშირს სჭირდება ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ხომ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის და არა საბჭოთა კავშირის წევრები?!
ის, რასაც დღეს გვეუბნება გარკვეული კასტა, სიმბიოზი NGO-ების და პარტიებისა, ეს არის სწრაფვა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეა? რომ რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო, ცალ ფეხზე დადგე, ოღონდ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ეს არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით, ან რაღაც სხვა დედაქალაქით.
ეს არის სწორედ ყოფილი კოლონიის მენტალიტეტი, რომლითაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაავადებულია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ვერ მოიცილა ეს მენტალიტეტი.
სწორედ ამას ვცდილობთ და ამას ვაკეთებთ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება. ის პატარა ჯგუფი ამ სიმბიოზური წარმონაქმნისა NGO-ების და პარტიების, პირიქით, მიგვექაჩებიან საბჭოთა კავშირისკენ და ცდილობენ, რომ გაგვხადონ ევროკავშირის ერთ-ერთი [წევრი] როგორც [წევრი] ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკასავით, ასეთი წარმოდგენა აქვთ, არადა, არ არის ევროკავშირი ეს. ევროკავშირი არის თანაბარი სახელმწიფოების კავშირი და ჩვენ გვინდა არა მოწყალება ევროკავშირისგან, არამედ გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად მივიღებთ. ამიტომ, როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ ბოლომდე გათავისუფლებულები ყოფილი კოლონიის კომპლექსებისგან.
პარლამენტის თავმჯდომარე TV იმედის ეთერში, რუსულ კანონზე. მას წამყვანმა ჰკითხა, დაზიანდება თუ არა საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.