“პირველი, მას ჰქონდა არჩევანი დანაშაული არ ჩაედინა და მან აირჩია დანაშაულის გზა. ოთხი შვილის დედას ჰქონდა ეს არჩევანი. მან აირჩია, რომ ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ ეფიქრა თავის ეპატაჟზე და ჩაიდინა დანაშული. შემდეგი, ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი, გადაეხადა 5 000-ლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის ოთხ შვილთან ან გაეგრძელებინა ეპატაჟი, რომ მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია არა ის, რომ ყოფილიყო თავის შვილებთან, არამედ აირჩია, რომ ყოფილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. აქ გადაბრალება სხვაზე, ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. მისი არჩევანი იყო თითოეული ნაბიჯი.
მანამდე 15 სამართალდარღვევა, რომელიც მან ჩაიდინა, მათ შორის ეს სასჯელიც, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია, 15 თუ 16 სამართალდარღვევა ჰქონდა, ჯარიმები, რომელსაც ის არ იხდიდა. […] ამ ყველაფერს გარედან იმიტომ უბიძგებენ, რომ შემდეგ განაჩენი რომ გამოვა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და ნიანგის ცრემლები დაღვაროს. სინამდვილეში, სწორედ ისინი არიან, ვინც უბიძგებენ 4 შვილის დედას, მხედველობის პრობლემის მქონე მზია ამაღლობელს და სხვებს, რომ მანდ იყავი, არ გაბედო თანამშრომლობა, აღიარება, სინანული.” – თქვა შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო იმედის ეთერში
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა “რუსული ოცნება”. მას პროკურატურა “სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე” 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.



