პაპუაშვილი ოცნების აქციაზე: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს

მნიშვნელოვანია, რომ 29 აპრილს ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც – ყველა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე. იმიტომ, რომ იმ ზიზღის კამპანიას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, მათ შორის, თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ქართული ღირსებითა და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა.