პაპუაშვილი: მინდა, პატივისცემა დავუდასტურო ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს

პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძისა და ქართველი მოსამართლეების მიმართ “პატივისცემას გამოხატავს”.
“მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. “ვეტინგის” საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს. კიდევ ერთხელ მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ს და ქართველ მოსამართლეებს.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა”, – წერს პაპუაშვილი.
გუშინ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება “კატეგორიულად” მიუღებელია. მან თქვა, რომ ყოველგვარ მონიტორინგზე უარს ამბობს და მისი შემოწმების უფლება არავის აქვს.