პაპუაშვილი ირწმუნება, აქცია “ძალადობაში გადაიზარდა” და ამაში პოლიტიკოსებს სდებს ბრალს

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია “ძალადობაში გადაიზარდა” მიიღო და ამაში პოლიტიკოსებს სდებს ბრალს.
პაპუაშვილმა ეს პლენარული სხდომის დაწყებისას თქვა. მის ამ განცხადებებს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ხმაური მოჰყვა.
“ლევან ხაბეიშვილმა გუშინ მიიღო დაზიანებები, გამოძიება მიდის… ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ იქნა გადაზრდილი ძალადობაში. დღეს მოისმინეთ -ს განცხადება ამასთან დაკავშირებით, თუ როგორი ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა ამ აქციას. თქვენი ეს რეაქციებიც აჩვენებს, რომ არ შეგიძლიათ ადეკვატური რეაქციები”- თქვა პაპუაშვილმა.
ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.