აი, ორი სურათი. პირველი გახლავთ ინტერვიუ, სადაც გერმანიის ელჩმა ბანერის ფონზე – “თავისუფლება მზიას” მისცა ინტერვიუ. ეს ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევაა. მეორე სურათი, სადაც ის ასევე ბანერით რაღაც სიგნალებს გვიგზავნის, როგორც ჩანს, რომელზეც წერია “მონა” და ელჩი ამის ფონზე პოზირებს. ფაქტობრივად ამ მესიჯს უგზავნის მათ, ვისაც რადიკალები ამ სიტყვით მიმართავენ.
ამაზე არის საჭირო რეაქცია, თუ კი რამეზე არის. გაგვცეს პასუხი გერმანიის ელჩმა, საელჩომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არის თუ არა მისაღები, რომ გერმანიის ელჩი მონათი მოიხსენიებდეს ხელისუფლებას. ამ ფონზე გამოჩენა არის თუ არა ადამიანის ღირსების შელახვის ტოლერირება [ელჩმა] ან იცოდა, რა იყო, ან არ იცოდა და მაშინ ბოდიში მოიხადოს და თქვას, რა იყო შეცდომა. მაგრამ დღემდე არავის არ აუღია ეს ფოტო. არავის არ წაუშლია, არავის განმარტება არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გერმანიის ელჩი გვეძახის მონებს და თუ ეს მიაჩნია მას ელჩობად გერმანიისა, მაშინ ალბათ საუკუნე შეეშალა.
