პაპუაშვილი თავდასხმებზე: ძალადობა იწვევს ძალადობას

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბოლო დღეებში პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე გახშირებულ ფიზიკური თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, თუ რა არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ამ ძალადობის გამო. პაპუაშვილი ამბობს, რომ “ძალადობა იწვევს ძალადობას”, რადგან, მისივე თქმით, იქამდე ძალადობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალისებდნენ.
“არავის აღშფოთება არ მახსოვს მაშინ, როცა NGO-ებმა სოციალურ ქსელებში თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე უმრავლესობის დეპუტატების ფოტოები დადეს. წარწერებით 83 და შემდეგ ის ეპითეტები, რაც მოჰყვებოდა ხოლმე. ასევე, ბევრის აღშფოთება არ მახსოვს იმაზე, როცა პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა – ჰკითხეთ დეპუტატებს, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე რა სახის მუქარებს იღებდნენ და ეს დღემდე გრძელდება.
როცა ზე თავდასხმის მერე გარეთ გავიდა, გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი მას გადაეხვია და მადლობა გადაუხადა. გვახსოვს, მაშინ ამაზე რა რეაქციები იყო. ნახევარ ოპოზიციას ეს უხაროდა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი რამდენიმე დღის წინ, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს სპირალია, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოება შეყავს […] რაც შეეხება ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც ამ აქციების ორგანიზატორებს ხალხი შეყავს და ეს ამ სპირალის შედეგია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველა ამ საკითხის ჩაყოლა და გამოძიება. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია”. – თქვა პაპუაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი სატელეფონო ტერორის შემდეგ, 8-9 მაისს აქციის მონაწილეების ფიზიკურ დევნას შეუდგა. ძირითად შემთხვევებში, ნიღბიანი, სხვადასხვა საგნით შეიარაღებული პირები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს საკუთარ სახლებთან ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.