პაპუაშვილი ელისაშვილზე: გაიყვანეთ დარბაზიდან

იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა.

„ბატონო შალვა, იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, მინდა გითხრათ. ის კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! წერილი არა, ძახილის ნიშანი! რატომ არის და იმიტომ. ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი და იმიტომაა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ანტიქართული პროპაგანდაა და აღნიშნა, რომ ის ყველას გაუთიშავს მიკროფონს, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს რუსულს უწოდებს.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ.

ბატონო ალეკო, ეს პათეტიკა აღარ გაგივათ, მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალს შარშან, წერტილი დაესვა. ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ აღარ გაქვთ ამისი თქმის მორალური უფლება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა და მანდატურებს მოუწოდა,  დარბაზიდან გაეყვანათ.

„გაიყვანეთ დარბაზიდან,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს