პაპუაშვილი დეკანოიძეს: …ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ

ქალბატონო ხატია, თქვენ თქვენს სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო მიატოვეთ, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს.

მისი თქმით, ხატია დეკანოიძემ თანამდებობის გამო, საქართველოს მოქალაქეობა „მიაგდო“ და შემდეგ დაბრუნებას ითხოვდა.

„ქალბატონო ხატია, ვინაიდან ასეთი პათეტიკა გქონათ უმრავლესობის მიმართ, ერთ რამეს შეგახსენებთ, თქვენ თქვენს სამშობლოს, ამ ქვეყანას ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში, მიატოვეთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო. გახსოვთ ხომ ეს? ეს არის თქვენი გაგება პატრიოტიზმის. თანამდებობის გამო, მოქალაქეობა დატოვეთ. თანამდებობის გამო, მიაგდეთ მოქალაქეობა და შემდეგ ითხოვდით, რომ დაგბრუნებოდათ. ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ. როდესაც სამშობლოს ანაცვალებთ თანამდებობას, აქ პატრიოტიზმზე თავს ნუ დადებთ,“ – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი