„პალიტრა L“ – სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახის მხარდასაჭერად „პალიტრა L-ის“ აქციის ფარგლებში 12,541 ლარი შეგროვდა – ძალა ერთობაშია!

აქციაზე დაკავებული ვეფხია კასრაძის ოჯახის მხარდასაჭერად „პალიტრა L-ის“ აქციის ფარგლებში 12 541 ლარი შეგროვდა.
„პალიტრა L“-ის ინფორმაციით, ვეფხია კასრაძის ოჯახის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია, „გადაიხადე რამდენიც გინდა და გამოუცხადე სოლიდარობა სინდისის პატიმარს“, რომელიც „პალიტრა L-მა“ 24 იანვარს დაიწყო, დასრულდა. მასში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და შედეგად, სპეციალურად ამ აქციისთვის დაბეჭდილი წიგნის 7 657 ეგზემპლარი გაიყიდა.
“ოჯახის მხარდასაჭერად ჯამში 12 541 ლარი შეგროვდა, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის შემდეგ 10 033 ლარი შემდეგ კვირაში სრულად ჩაერიცხება ბენეფიციარს.
მკითხველს შევთავაზეთ, მისთვის სასურველი ნებისმიერი თანხა გადაეხადა ს „ჯაყოს ხიზნებში“ და ამ გზით, თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა გაეწია პატიმრობაში მყოფი ვეტერანი მებრძოლისთვის. აღსანიშნავია, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა წიგნში მკითხველმა 100 და 200 ლარიც კი გადაიხადა.
ეს აქცია ყოველთვის იქცევდა მკითხველის ყურადღებას, მაგრამ ამჯერად საზოგადოების რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ ძალა ერთობასა და სოლიდარობაშია!
სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი ვე­ფხია კას­რა­ძე, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუსეთ-საქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია, 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძალადობა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რე­ჟი­მის ტყვედ მი­იჩ­ნევს.
თე­მა­ტუ­რია წიგ­ნიც, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში იყი­დებოდა. მი­ხე­ილ ჯავა­ხიშ­ვილ­მა რო­მა­ნი და­წე­რა ყვე­ლა­ზე მძი­მე და არას­ტა­ბი­ლურ პე­რი­ოდ­ში, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი იდევ­ნე­ბო­და, ხოლო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მტრო­ბად მიიჩნეოდა.
ვეფხია კასრაძეს 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ მას სო­ფელ ერგნეთ­ში არ მი­უ­ტო­ვე­ბია თა­ვი­სი სახ­ლი. მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში მო­ა­წყო მე­ურ­ნე­ო­ბა და ფერ­მა, რო­მელ­საც თა­ვად უვ­ლის. მას ხუთი შვილი და ერთი შვილიშ­ვი­ლი ჰყავს. კას­რა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 6 მარტს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.
გარდა აღნიშნული თანხისა, ვეფხია კასრაძის შვილებს და შვილიშვილს პალიტრა L საჩუქრად გადასცემს საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ხოლო კომპანია „პეპელა“ სათამაშოების კოლექციას“, – აცხადებს გამომცემლობა “პალიტრა L”.