„პალიტრა L-მა“ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია დაიწყო

„პალიტრა L-ი“ აქციის ფარგლებში „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ს რომანს „ჯაყოს ხიზნებს“ გთავაზობთ. მიღებულ თანხას გამომცემლობა სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახს გადაურიცხავს. კამპანია 24 იანვარს დაიწყო.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სასურველ ფასად შეიძინონ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები“. თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი 5 ლარამდე თანხის 10% გადაერიცხება პატიმრის ოჯახს, მეტის გადახდის შემთხვევაში კი – თანხა სრულად ბენეფიციარს მოხმარდება.
ცნობისთვის, ვე­ფხია კას­რა­ძე, ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია. ის 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მონაწილეო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.