პალიტრა L ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე გელით

თუ საახალწლო საჩუქრების შეძენა ჯერ არ დაგიწყიათ, იცოდეთ, რომ „პალიტრა L“ 7-10 დეკემბერს დაგეგმილ „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“ განსაკუთრებული შეთავაზებებით გელოდებათ. გამომცემლობა, რომელიც მკითხველს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებს, ამჯერადაც დიდი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე.
მასშტაბური ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეთავაზებებს შორის კი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს „პალიტრა L-ის“ საოცარი ფასდაკლებები. სწორედ ამიტომ საჩუქრების შესაძენად საჭირო აღარ არის დეკემბრის მიწურულს დაელოდოთ.
წიგნი საუკეთესო საჩუქარია ყველასთვის, ოჯახის წევრისა თუ მეგობრისთვის, შვილისა და თანამშრომლისთვის. ფესტივალის ფარგლებში, „პალიტრა L“ ერთგულ მკითხველს დიდ ფასდაკლებას შესთავაზებს მრავალფეროვანი კატეგორიის წიგნებზე. მათ შორის იქნება მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა ასაკობრივი საბავშვო გამოცემები. ფასდაკლებებით ისარგებლებთ როგორც ახალგამოცემულ ლიტერატურაზე, ისე ბესტსელერ წიგნებზე.
ფასდაკლების გარდა ფესტივალზე მისულ სტუმრებს გამომცემლობისგან უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელოდება. საოცარი გარემო კი ნამდვილ საახალწლო განწყობას შეგიქმნით. ულამაზესი დეკორაციის ფონზე მშვენიერ საახალწლო ფოტოებს გადაიღებთ და ტკბილ მოგონებებს შეიქმნით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძენთ წიგნებს დიდი ფასდაკლებით და მთავარი საახალწლო საზრუნავი უკვე მოგვარებული გექნებათ.
„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი