პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მალტაც აპირებს

პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მალტაც აპირებს. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მალტის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ უკვე მიიღო, თუმცა ოფიციალურ განცხადებას ის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებს.
„ჩვენი პოზიცია განასახიერებს ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევისადმი“, – განაცხადა მალტის პრემიერმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს კანადაც აღიარებს. იქამდე კი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.