პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ 7 მძევალი გაათავისუფლა

პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა , – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ს თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის ორი მოქალაქე, 29 წლის არბელ იეჰუდი და 80 წლის გადი მოზესი, ასევე, ტაილანდის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა.
მანამდე, „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა.
ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ ისრაელი დღეს 110 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ