პალესტინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა „ჰამასის“ დანაშაულებისთვის ფასი არ უნდა გადაიხადონ

პალესტინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა „ჰამასის“ დანაშაულებისთვის ფასი არ უნდა გადაიხადონ. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი “სერიოზულ შეშფოთებას” გამოხატავს ქალაქ ღაზაში შიფას საავადმყოფოში ისრაელის ოპერაციებთან დაკავშირებით.
“პალესტინელ მოსახლეობას არ უნდა უწევდეს „ჰამასის“ დანაშაულებისთვის ფასის გადახდა, მითუმეტეს დაუცველებს, დაშავებულებს ან დაავადებულებს, და ჰუმანიტარულ მუშაკებს, რომლებიც გაბედულად აგრძელებენ მუშაობას უკიდურესად საშიშ პირობებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის განცხადებით, შიფას საავადმყოფოს ქვემოთ „ჰამასის“ მთავარი მიწისქვეშა სამმართველო ცენტრი მდებარეობს და მათ საავადმყოფოს შენობაში იარაღი უკვე აღმოაჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ