ისრაელის მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ მშენებლობებისთვის 65,000 მუშას ქვეყანაში ინდოეთიდან, შრი-ლანკადან და უზბეკეთიდან ჩაიყვანს. ეს მოხდება იმისთვის, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეჩერებული მშენებლობები განახლდეს. მშენებლობები მას შემდეგ შეჩერდა, რაც “ჰამასის” თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა პალესტინელი მუშები ღაზის სექტორში დააბრუნა.
თავდასხმამდე, ისრაელის სამშენებლო ობიექტებზე, დაახლოებით 72,000 პალესტინელი მუშა იყო დასაქმებული. თუმცა “ჰამასის” თავდასხმის გამო, მთავრობამ აიძულა ისინი სამსახურები დაეტოვებინათ.
ქვეყანაში, დაახლოებით, 20,000 უცხოელი მუშაა დასაქმებული. თუმცა, მუშახელის დეფიციტის გამო, ქვეყანაში მშენებარე ობიექტების თითქმის ნახევარზე მუშაობა შეჩერებულია.
განსახლების სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ უცხოელი მუშების ახალი ჯგუფები ისრაელში უახლოეს კვირებში ჩავა. ამით მთავრობა ეცდება თავიდან აიცილოს უძრავის ქონების მიწოდების შეფერხება, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ფასების ზრდას.