პალესტინელთა ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მსხვერპლია

21 მაისს ს ძალებმა რეიდი მოაწყო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. პარალელურად, გრძელდებოდა შეტაკებები “ჰამასის” დაჯგუფებასთან ღაზის სექტორის სამხრეთში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში.
პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დღეს განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა შვიდი ადამიანი მოკლა ქალაქ ჯენინში მოწყობილი რეიდისას. ჯენინის სამთავრობო საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი ექიმი იყო, ქირურგი.
ისრაელის ძალები კი აცხადებს, რომ მისი ოპერაცია მიზნად ისახავდა “ჰამასის” მებრძოლების განადგურებას და რამდენიმე მებრძოლი მათ დახვრიტეს კიდეც. ისლამისტური შეიარაღებული დააჯგუფება შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
ისრაელის სახმელეთო ჯარები და ავიაცია დღესაც აგრძელებდა იერიშებს ქალაქ რაფაზე, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარეობს და პალესტინელ დევნილთა მთავარი თავშესაფარია. ისრაელელი სამხედროები ადასტურებენ, რომ შეტაკებები კვლავ გრძელდება ღაზის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილშიც.
ამ ფონზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა “უღირსი” უწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას. მან გალანტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.
ორშაბათს მიღებული, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ვაშინგტონმაც გააკრიტიკაა. განცხადება ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემის თაობაზე “აღმაშფოთებელია”, – თქვა იმავე დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?