პალესტინელთა უმეტესობა მხარს უჭერს “ჰამასის” გადაწყვეტილებას ისრაელთან ომის შესახებ – ადგილობრივი კვლევითი კომპანია

პოლიტიკისა და კვლევის პალესტინურმა ცენტრმა (PCPSR) გამოაქვეყნა ახალი კვლევის შედეგები, რომელიც, მიმდინარე ომის შესახებ, პალესტინელთა დამოკიდებულებას ასახავს.
როგორც CNN-ი წერს, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის 3/4 (72%) მიიჩნევს, რომ “ჰამასის” გადაწყვეტილება 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შესახებ იყო “სწორი”. მეოთხედზე ნაკლები (22%) ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება “არასწორია”.
კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს გზით, 1200-ზე მეტი ზრდასრული პალესტინელი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 4%-ია.
ცნობისთვის, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 20 000 პალესტინელია დაღუპული. გაეროს შეფასებით, ამ დრომდე, ათასობით ცხედარი ნანგრევების ქვეშაა. ღაზის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ, 7 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად, დაახლოებით 300 პალესტინელი იღუპება (გამონაკლისია ცეცხლის შეწყვეტის 7 დღე).
ვიდრე ღაზის სექტორში ომის დასრულებას არ დათანხმდება, “ჰამასი” არცერთი მძევლის გათავისუფლებას აღარ გეგმავს. 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობს ომის დასრულებაზე, ვიდრე ისრაელი “მთავარ მიზანს არ მიაღწევს” და “ჰამასს” არ გაანადგურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაკელის დაყრით პროტესტი სხვადასხვა ქვეყანაში მიმართული იყო სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით, რაც საქართველოს რეალობასთან კავშირში ვერ მოდის

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, მისი გადაკეტვა ან ბლოკირება ისჯება კანონით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჯგუფურად ამ ყველაფრის ჩადენა ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით